ქართველი პარასპორტსმენების მორიგი წარმატება

ქართველი პარასპორტსმენების მორიგი წარმატება.
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა გუნდმა, ბაქოს 2021 წლის გრან-პრის გათამაშება წარმატებით დაიწყო.
გიორგი ქალდანმა 73კგ.წონით კატეგორიაში, ფინალურ ბლოკში, ხუთ შეხვედრაში იასპარეზა.
ჩვენმა ფალავანმა ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები დაამარცხა, პირველ ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ვულოცავთ გიორგი ქალდანს ამ გამარჯვებას!
მეორე ადგილზე - რუსი პარასპორტსმენი გავიდა, მესამე ადგილი კი გერმანელმა და რუსმა ფალავნებმა გაინაწილეს.
ზურაბ ზურაბიანს 60კგ-ში, მესამე ადგილისთვის დაძაბულ ბრძოლაში მოწინააღმდეგემ სძლია.
ზურაბიანი მეხუთე ადგილზე გავიდა და მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა.
ტურნირი გრძელდება.
დღეს, 26 მაისს, ოთხი ქართველი პარაძიუდოისტი იბრძოლებს მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად. 81 კგ.წონით კატეგორიაში ავთანდილ კირკიტაძე, 90 კგ-ში გიორგი ბერიძე, 100კგ.წონით კატეგორიაში - ზვიად გოგოჭური.
ინა ქალდანი კი - 70კგ-ში გამოვა.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სახელოვან პარაძიუდოისტებს!
ბაქოს გრან-პრი ტოკიოს პარალიმპიადის წინასაკვალიფიკაციო ტურნირია.